ტრენინგები



                                                        ანგარიში                       
1.ინფორმაციულსაკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
თბილისი 94– სკოლა 39 საათი
ტრენერიდავით ნოზაძე
მიზანისაქართველოს სკოლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარება,ინფორმაციულსაკომუნიკაციო ტექნოლოგიების ათვისებისა და  გამოყენების კუთხით, რაც ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესში ისტის ინტეგრირებას ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებისა და მასწავლებელთა პროფესიული სტანდარტების შესაბამისად.
ტრენინგკურსი მოიცავდა 4 მოდულს, 39 საათს.
I
დღე   ტრენინგის მონაწილეებმა გავიცანით ერთმანეთი.ტრენერმა გაგვაცნო კურსის მიზანი, განრიგი, საორგანიზაციო საკითხები. ჩაგვიტარა ლექცია power point პრეზენტაციის გამოყენებით. ტრენინგის ბოლოს შევავსეთ კითხვარები.
II
მოდულის I დღეს გავიხსენეთ წინა ტრენინგი, გაკვეთილის ორგანიზების ძირითადი საფეხურები, დაგეგმვა, შეფასება, გაკვეთილის სამფაზიანი მოდელი.ტრენინგის ბოლოს შევავსეთ შეფასების კითხვარები.
II
მოდულის II დღეს ვისწავლეთ გაკვეთილის დაგეგმვისა და ჩატარებისათვის საჭირო ინფორმაციის მოძიება ინტერნეტ ბრაუზერისა და საძიებო სისტემის საშუალებით. ტრენინგდღის ბოლოს შევავსეთ შეფასების კითხვარები.
II
მოდულის III დღეს გავიხსენეთ წინა ტრენინგი და გავეცანით  ეფექტიან სასწავლო პრეზენტაციის მომზადებას. დღის ბოლოს შევავსეთ შეფასების კითხვარები.
II
მოდულის  IV დღეს გავიხსენეთ წინა ტრენინგი და გავეცანით მოცემული ტრენინგდღის ამოცანებს. მოამზადეთ პრეზენტაცია შერჩეულ თემაზე, და წარუდგინეთ აუდიტორიას, რის შემდეგაც შევავსეთ შეფასების კითხვარები.
II
მოდულის V დღეს გავეცანით ვირტუალურ ლაბორატორიას და ელექტრონულ თამაშებს. განვიხილეთ მისი ეფექტური გამოყენება სასწავლო პროცესში.
II
მოდულის VI დღეს ტექნიკური აღჭურვილობის გამართვას, სასწავლო მასალის, რესურსების მომზადებას. გავეცანით lemill-.
II
მოდულის VII დღეს გავიხსენეთ წინა ტრენინგი და გავეცანით სწავლის შეფასებას, გაკვეთილის შეფასებას (რუბრიკის დამზადებას, პრეზენტაციას).
II
მოდულის VIII დღეს გავიხსენეთ წინა ტრენინგი და გავეცანით ისტის გამოყენებას მრავალკომპონენტიანი შეფასებისთვის, პირადი ელექტრონული დღიურის (ბლოგის) დარეგისტრირებას. დღის ბოლოს შევავსეთ შეფასების კითხვარები.
III
მოდულში გავეცანით ეფექტურ სასწავლო პროექტის ძირითად მახასიათებლებს, პროექტის დაგეგმვასადა აღწერას ისტის გამოყენებით. დღის ბოლოს შევავსეთ შეფასების კითხვარები.
IV
მოდულში ვისწავლეთ მასწავლებელთა თვითშეფასების ფორმები და ისტის ინსტრუმენტები, სლაიდშოუს გამოყენება, მასწავლებლის პორტფოლიოს შედგენა, Google– სერვისები: ბლოგი, ფორუმი, საიტი. მოდულის დამთავრების შემდეგ შევავსეთ შეფასების კითხვარები.
ტრენინგის მნიშვნელობა: ტრენინგი ჩემთვის ნაყოფიერი და საინტერესო იყო. ტრენინგის დასრულების შემდეგ გავაცნობიერე ისტის გამოყენების მნიშვნელობა სასწავლო პროცესში. ამ ტრენინგზე მიღებული ცოდნის საშუალებით შევძლებ ისტის გამოყენებას სასწავლო პროცესის დასაგეგმად, სასწავლო რესურსების მოსამზადებლად. აუცილებლად გამოვიყენებ ისტ მოსწავლეებთან, მშობლებთან და კოლეგებთან კომუნიკაციისათვის. შევძლებ მასწავლებლის პორტფოლიოს წარმოებას ისტის გამოყენებით, შევქმნი პერსონალურ პორტფოლიოს, გავეცანი სწავლასწავლების ეფექტურ სტრატეგიებს ისტის გამოყენებით. ვისწავლე ცნების რუკის შექმნა, ვენის დიაგრამა, T სქემა.
ვეცდები მიღებული ცოდნა და გამოყენება გავუზიარო კოლეგებს. კათედრის სხდომაზე წავიკითხავ მოხსენებას თემაზე: ისტის გამოყენება სასწავლო პროცესში (კონკრეტული გაკვეთილის მაგალითზე).


No comments:

Post a Comment